ტელეფონი: +995 0492 24 02 02
12 თებერვალი 2023

სკოლის ისტორია

  როდესაც ამქვეყნად რაიმე იქმნება, იწყება კიდევაც მისი ისტორია__ ამბავი, რომელსაც თავად უნდა მოყვეს და თან ამბავმა აქციოს ისტორიის ნაწილად. ასე დაიწყო   2016 წელს ერთი სკოლის ამბავი: ჩანაფიქრი იქცა იდეად, იდეა__ რეალობად__ გაჩნდა ახალი საგანმანათლებლო სივრცე__ „მომავლის ბიზნეს სკოლა“ ზესტაფონში.

  პირველი ზარი „მომავლის ბიზნეს სკოლაში“ 2017-2018 სასწავლო წელს დაირეკა. დაირეკა იმ იმედით, რომ უმნიშვნელოვანეს საქმიანობას__საგანმანათლებლო პროცესს__ ღირსეულად წარუძღვებოდა. მეექვსე სასწავლო წელია რეკავს ზარი და მიუძღვება მოსწავლეებს შორი მწვერვალისაკენ. გზა რთულია და ძნელად სავალი, მაგრამ ყველაფერი ღირებული ხომ შრომის საფასურად მიიღწევა.

           „მომავლის ბიზნეს სკოლა“ არის საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც სწავლა-სწავლების პროცესს წარმართავს ეროვნული სასწავლო გეგმის საფუძველზე , მიზნად ისახავს  მაღალი აკადემიური მოსწრების, მოაზროვნე, ეროვნულ და გლობალურ ღირებულებებზე დაფუძნებული თაობების აღზრდას.

     სკოლის სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი ეყრდნობა მოსწავლეს:

    თითოეული მოსწავლე არის პიროვნება__ სკოლა ემსახურება მისი გონებრივი, ფიზიკური და შემოქმედებითი აზროვნების უნარების   განვითრებას, ზნეობრივ აღზრდას და ამ პროცესში სწორი ღირებულების ჩამოყალიბებას.

      მოსწავლე არის თავისუფალი მოქალაქე__ მან უნდა იგრძნოს თავისუფლების მნიშვნელობა, შეძლოს კრიტიკული აზროვნება, გამოთქვას აზრი, გამოხატოს პატივისცემა განსხვავებული აზრის მიმართ, იგრძნოს პასუხისმგებლობა.

   ეროვნულ და მაღალ მოქალაქებრივ ცნობიერებაზე დაფუძნებული აზროვნებით ჩამოყალიბდეს ტოლერანტ მოქალაქედ.

  სკოლა სასკოლო საზოგადოებასთან თანამშრომლობითი ურთიერთობის საფუძველზე შექმნილ უსაფრთხო და ინოვაციურ გარემოში უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის წარმატებულ ფორმირებას .

            ამგვარად მოაზროვნე თაობების აღზრდა  უაღრესად საპასუხისმგებლო საქმეა და „მომავლის ბიზნეს სკოლის“ გულისხმიერ დამფუძნებელ_მმართველთა პროფესიონალ მასწავლებელთა გუნდი ზრუნავს ამ მისიის შესასრულებლად.   

  სკოლის მთავარი ღირებულება ეფუძნება დევიზს__ განათლება, წარმატება, ღირსეული მომავალი და, აქედან გამომდინარე, უმთავრეს ფასეულობას წარმოადგენს პასუხისმგებლობა, ხარისხის შენარჩუნება, დემოკრატიული აზროვნება, ღია თანამშრომლობითი ურთიერთობა სასკოლო ცხოვრებაში აქტიურად მონაწილე პირებთან__აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, მუდმივი განვითარებისა და წინსვლისათვის ზრუნვა.

 

article-tags