ტელეფონი: +995 0492 24 02 02
24 აპრილი 2023

პროექტის ,,მოსწავლეთა პროფორიენტაციის ხელშეწყობა’’ ფარგლებში ,,მომავლის ბიზნეს სკოლის’’ მოსწავლეებს ონლაინფორმატში შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაცია

📕 📗 📘 პროექტის ,,მოსწავლეთა პროფორიენტაციის ხელშეწყობა’’ ფარგლებში ,,მომავლის ბიზნეს სკოლის’’ მოსწავლეებს ონლაინფორმატში შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაცია GCRT -ისა და N 2 დაწესებულების არასრულწლოვანთა განყოფილების ფსიქოლოგი, ფსიქოლოგიური სერვისების კაბინეტის დამფუძნებელი, საქართველოს ფსიქო- ონკოლოგიის საზოგადოების დასავლეთ საქართველოს კოორდინატორი, ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი მირანდა კალატოზი. სტუმარი მოსწავლეებს ესაუბრა ფსიქოლოგის პროფესიის შესახებ, პროფესიის თავისებურებებზე, გამოწვევებსა და პერსპექტივებზე. უპასუხა მათ კითხვებს. სასკოლო საზოგადოება დიდ მადლობას უხდის ქალბატონ მირანდას გაწეული შრომისათვის. პროექტის ფარგლებში შეხვედრები გრძელდება. პროექტის ავტორი მათემატიკის მასწავლებელი, თამარ ლილუაშვილი.

article-tags