ტელეფონი: +995 0492 24 02 02
18 აპრილი 2023

პროექტის ,,მოსწავლეთა პროფორიენტაციის ხელშეწყობა’’ ფარგლებში ,,მომავლის ბიზნეს სკოლას’’ ესტუმრა ორგანიზაცია ,,ქალები ცვლილებებისთვის’’

📗 📘 📙 პროექტის ,,მოსწავლეთა პროფორიენტაციის ხელშეწყობა’’ ფარგლებში ,,მომავლის ბიზნეს სკოლას’’ ესტუმრა ორგანიზაცია ,,ქალები ცვლილებებისთვის’’ თანადამფუძნებელი, სამართლის სკოლის ბაკალავრი თამარ ჭუმბურიძე, რომელმაც დაწვრილებით ისაუბრა სამართალმცოდნეობაზე. მოსწავლეებს გააცნო გზები/ეტაპები, რომელთა გავლაც უწევს ადამიანს შესაბამისი კვალიფიკაციის (მოსამართლე, ნოტარიუსი, იურისტი, პროკურორი) მისაღებად. პროექტის მიზანია მოსწავლეთა დახმარება პროფესიული იდენტობის ჩამოყალიბების პროცესში, რათა სწორი და რეალური წარმოდგენები შევუქმნათ პროფესიებთან დაკავშირებით და გააზრებულად აირჩიონ თავიანთი მომავალი საქმიანობა. სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებთან შეხვედრები გაგრძელდება მომდევნო კვირაშიც. პროექტის ავტორი მათემატიკის მასწავლებელი_ თამარ ლილუაშვილი.

article-tags