ტელეფონი: +995 0492 24 02 02
01 მაისი 2023

პროექტის "მოსწავლეთა პროფორიენტაციის ხელშეწყობა" დასკვნით ეტაპზე "მომავლის ბიზნეს სკოლის" მე-8, მე-9 და მე-11 კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ ზესტაფონში არსებულ სამშენებლო კოლეჯ კონსტრუქტ2

პროექტის "მოსწავლეთა პროფორიენტაციის ხელშეწყობა" დასკვნით ეტაპზე "მომავლის ბიზნეს სკოლის" მე-8, მე-9 და მე-11 კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ ზესტაფონში არსებულ სამშენებლო კოლეჯ კონსტრუქტ2 • Construct2 -ს. მოსწავლეებმა მოისმინეს პრეზენტაცია კოლეჯის ფუნქციონირების, არსებული საგანმანათლებლო პროგრამების, სწავლის პერიოდის, კოლეჯში მიღების წინაპირობების, დასაქმების არეალისა და სხვა საკითხების შესახებ. დაათვალიერეს აუდიტორიები, პრაქტიკის განყოფილება, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ლაბორატორია, სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი. ადგილზე გაესაუბრნენ სტუდენტებს, მიიღეს პასუხები მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე. სამშენებლო კომპანია ,,კონსტრუქტ2’’-ს დიდ მადლობას ვუხდით ნაყოფიერი და კარგად ორგანიზებული მასპინძლობისთვის.

პროექტის ,,მოსწავლეთა პროფორიენტაციის ხელშეწყობა’’ ავტორი მათემატიკის მასწავლებელი-თამარ ლილუაშვილი.

article-tags