ტელეფონი: +995 0492 24 02 02
11 თებერვალი 2023

მოსწავლეთა თვითმმართველობის დებულება

 

მოსწავლეთა თვითმმართველობის დებულება

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1.1.“მომავლის ბიზნეს სკოლის“ (შემდგომში – სკოლა) მოსწავლეთა თვითმმართველობა წარმოადგენს ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის და სკოლის დებულების თანახმად არჩეულ სკოლის დამოუკიდებელ სტუქტურულ ერთეულს;

1.2.მოსწავლეთა თვითმმართველობა (შემდგომში – თვითმმართველობა) თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონებით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, სკოლის დებულებით, შინაგანაწესით და წინამდებარე დებულებით;

1.3.თვითმმართველობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანგარიშვალდებულია სკოლის დირექტორისა და „მომავლის ბიზნეს სკოლის“ პედაგოგიური საბჭოს წინაშე.

 

მუხლი 2. თვითმმართველობის ამოცანები და ფუნქციები

2.1.შეიმუშავებს რეკომენდაციებს სკოლის შინაგანაწესის შესახებ;

2.2.უფლებამოსილია პედაგოგიურ საბჭოს წარუდგინოს წინადადებები სკოლისათვის მნიშვნე-ლოვან ყველა საკითხთან დაკავშირებით;

2.3.მოსწავლეთა ინტერესებიდან გამომდინარე, აყენებს დირექციის წინაშე საკითხს სასკოლო კლუბების შექმნასთან დაკავშირებით;

2.4.ხელს უწყობს მოსწავლეთა უფლებების დაცვას;

2.5.უფლებამოსილია შეიმუშაოს წინადადებები სკოლის მართვის სისტემისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით;

2.6.მონაწილეობს შიდასასკოლო ღონისძიებების ორგანიზებაში;

2.7.განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მოსწავლეთა მიერ ეთიკის ნორმების და დისციპლინის დაცვას.

 

მუხლი 3. თვითმმართველობა და ხელმძღვანელობა

3.1.“მომავლის ბიზნეს სკოლის“  მოსწავლეთა თვითმმართველობაში თანასწორობის დაცვით, ფარული კენჭისყრით, საყოველთაო, პირდაპირი არჩევნების საფუძველზე თითოეული კლასიდან აირჩევა არაუმეტეს ორი მოსწავლე;

3.2.თვითმმართველობას ხელმძღვანელობს მოსწავლეთა თვითმმართველობის პრეზიდენტი, რომელსაც ირჩევენ თვითმმართველობის წევრები საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, 1 წლის ვადით.

 

მუხლი 4. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანოს წევრთა უმრავლესობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დირექტორის თანხმობის შემთხვევაში.

article-tags