ტელეფონი: +995 0492 24 02 02
18 აპრილი 2023

მიმდინარე წლის 13 აპრილს, "მომავლის ბიზნეს სკოლის" მოსწავლეებთან პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის მიზნით მორიგი შეხვედრა შედგა

📕მიმდინარე წლის 13 აპრილს, "მომავლის ბიზნეს სკოლის" მოსწავლეებთან პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის მიზნით მორიგი შეხვედრა შედგა. სკოლას სტუმრობდა სოციალური მუშაობის მაგისტრი, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღარულების და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სოციალური მუშაკი გვანცა გაჩეჩილაძე. სტუმარმა მოსწავლეებს გაუზიარა ინფორმაცია სოციალური მუშაობის პროფესიის შესახებ. ასევე, გააცნო სოციალური მუშაკის როლი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში. პროექტის ,,მოსწავლეთა პროფორიენტაციის ხელშეწყობა" ფარგლებში სხვადასხვა პროფესიის წარმომდგენლებთან შეხვედრები გაგრძელდება მომდევნო კვირაშიც. პროექტის ავტორი მათემატიკის მასწავლებელი_თამარ ლილუაშვილი.

article-tags