2020 წლის 24 თებერვალს "მომავლის ბიზნეს სკოლის" მოსწავლეები დაესწრნენ ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გამართულ საჯარო ლექციას "პოსტსოციალისტური ურბანული ტრანსფორმაცია საინდუსტრიო ქალაქ ზესტაფონში: ანთროპოლოგიური პერსპექტივა".
ლექციას კითხულობდა თსუ-ის ანთროპოლოგიის დოქტორანტი ბორის კომახიძე.