ტელეფონი: +995 0492 24 02 02
12 თებერვალი 2023

მოსწავლეთა მიღება-ჩარიცხვის წესები

მოსწავლეთა მიღება-ჩარიცხვის წესები და პირობები


„მომავლის ბიზნეს სკოლაში“ სასწავლო ეტაპი სამი საფეხურისაგან შედგება:
 დაწყებითი საფეხური;
 საბაზო საფეხური;
 საშუალო საფეხური.
სკოლის პირველ კლასში ბავშვები ჩაირიცხებიან კანონმდებლობით განსაზღვრული
ასაკიდან.

სკოლში ჩასარიცხად მოსწავლის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმო-
ადგინოს შემდეგი საბუთები:

 განცხადება;
 2 ფოტოსურათი ზომით 3x4;
 დაბადების მოწმობის ქსეროასლი;
 ცნობა ჯანმრთელობის შესახებ;
 მოსწავლის პირადობის მოწმობის ქსეროასლი;
 მოსწავლის მშობელთა/კანონიერი წარმომადგენელის პირადობის ქსეროასლები;
 ცნობა ოჯახის სოც. მდგომარეობის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში).
დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში ჩარიცხვისას იხსნება მოსწავლეთა პირადი საქმე.
მე-2 კლასიდან მოსწავლეთა მიღება მიმდინარეობს საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრის მოსწავლეთა მობილობის შესახებ ბრძანების შესაბამისად. მოსწავლე,
მისი მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ეცნობიან სკოლის შინაგანაწესს, წერენ განცხადებას
დირექტორის სახელზე და აფორმებენ ხელშეკრულებას სასწავლო წლის ბოლომდე.
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 19 სექტემბრის
,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების“
შესახებ N193/ნ ბრძანების შესაბამისად მოსწავლის სხვა საგანმანათებლო დაწესებულებიდან
მობილობის შემთხვევაში წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე;
ბ) მოსწავლის პირადი საქმე/წინამდებარე კლასის დასრულების დამადასტურებელი
დოკუმენტი;
გ) მიმდინარე შეფასება;
ე) ცნობა საგნების მიხედვით გაცდენილი საათების შესახებ;
ვ) ბრძანების ასლი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ამორიცხვის შესახებ;
ზ) დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
თ) სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ან მისი ტერიტორიული სამსახურის მიერ
გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება საქართველოს მოქალაქეობის,
საქართველოში ბინადრობის ნებართვის, ან ბინადრობის მოწმობის მქონე
მოსწავლისათვის პირადი ნომრის მინიჭება;
ი) მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;
კ) სსსმ მოსწავლის გადმოსვლის შემთხვევაში, აუცილებელია შესაბამისი ჯამრთელობის
ცნობა.

2. მოსწავლის კლასიდან კლასში გადაყვანა ხდება დირექტორის ინდივიდუალურ-
ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით

დადგენილი წესით.

 

პარალელურ კლასებში მოსწავლეთა განაწილებას დირექცია ითვალისწინებს მათი მშობ-
ლების განცხადებების საფუძველზე. მოსწავლეს შეიძლება უარი ეთქვას ჩარიცხვაზე, თუ შემო-
სულ განცხადებათა რაოდენობა აჭარბებს სკოლის შინაგანაწესით დადგენილ ზღვრულ ოდე-
ნობას.

დასაშვებია მოსწავლეების პარალელურ კლასებში გადასვლა. ამ საკითხს წყვეტს სკოლის

დირექტორი მშობელის/კანონიერი წარმომადგენელის დასაბუთებული განცხადების საფუძ-
ველზე.

სკოლაში ჩარიცხულ ყველა მოსწავლეს აქვს სწავლისა და თვითრეალიზაციის თანაბარი
პირობები. მათ განკარგულებაშია:
 შენობა საკლასო ოთახებით, დერეფნებითა და ცენტრალური გათბობით;
 სააქტო დარბაზი;
 სასკოლო ბიბლიოთეკა;
 სასადილო;
 საგნობრივი (ქიმიის, ფიზიკის და ბიოლოგიის) კაბინეტ-ლაბორატორია;
 ინტერნეტით უზრუნველყოფილი საინფორმაციო ტექნოლოგიების კაბინეტი.

article-tags