ტელეფონი: +995 0492 24 02 02
12 თებერვალი 2023

ინტელექტ-კლუბის დებულება

   ინტელექტ-კლუბი არის „მომავლის ბიზნეს სკოლის“  საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა ნებაყოფლობითი გაერთიანება. იგი მიზნად ისახავს მოსწავლეთა ინტელექტის განვითარებას. ისეთ უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, როგორიცაა: სწრაფი აზროვნება, ცოდნის სისტემატიზაცია, მიზანსწრაფულობა და თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენება, ასევე ლოგიკური დასკვნებისა და აზრის სწორად ჩამოყალიბების, ჯგუფური მუშობისა და ურთიერთანამშრომლობის, პრობლემის გადაჭრის, აბსტრაქტული აზროვნების უნარები.

1. ზოგადი დებულება

1.1 კლუბი დაფუძნებულია, სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელ გიორგი ნებიერიძისა და მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით.

1.2.კლუბი დაფუძნებულია განუსაზღვრელი ვადით და თავისი მიზნებიდან გამომდინარე, მოქმედებს საქართველოს ტერიტორიაზე.

1.3. კლუბის იურიდიული მისამართი: ქ. ზესტაფონი, დ. გურამიშვილის ქ. #32

   2.  კლუბის მიზანი და ამოცანები:

  2.1.   ინტელექტ-კლუბი მიზნად ისახავს მოსწავლეთა ცოდნის გაღმავებას.

  2.2. მოსწავლეთა სამოქალაქო აქტიურობის ფორმირებას არასაგაკვეთილო ფორმებით.

2.3. მეცნიერებთან, მწერლებთან, საზოგადო მოღვაწეებთან შეხვედრის ორგანიზება.

2.4. კონფერენციების, პრეზენტაციების, ვიქტორინების, კონკურსების ორგანიზება.

 

3. კლუბში გაწევრიანება

3.1. კლუბში მოსწავლეთა გაწევრიანება ნებაყოფლობითია.

 

3.2. კლუბის წევრებს აქვთ თანაბარი უფლება-მოვალეობები.

3.3. კლუბში გაწევრიანების მსურველი მიმართავს კლუბის დამფუძნებელს პირადი განცხადებით;

3.4კლუბის წევრს უფლებამოსილება უწყდება პირადი განცხადების საფუძველზე. 

 

4. კლუბის წევრთა უფლება-მოვალეობანი

 კლუბის წევრებს აქვთ შემდეგი უფლება-მოვალეობები:

4.1 კლუბის წევრი ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა კლუბის საქმიანობაში, კლუბის მიერ ჩატარებულ ყველა ღონისძიებაში.

 კლუბის წევრებს უფლება აქვთ:

4.4. მიიღონ ნებისმიერი სახის ინფორმაცია კლუბთან დაკავშირებით. 

4.5. კლუბის წევრს ეკრძალება იმოქმედოს ორგანიზაციის სახელით კლუბთან და სკოლის დიერქციასთან შეთანხმების გარეშე.

4.6. კლუბი პასუხისმგებელია მისი წევრის მხოლოდ იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია კლუბის საქმიანობასთან.

 

 

 

კლუბის სამუშაო გრაფიკი

კლუბი იკრიბება კვირაში ერთხელ.

საკლუბო მუშაობის პროცესში დასამუშავებელი საორიენტაციო საკითხები:

სასწავლო რესურსი _ ცოდნის წიგნი

ლურჯი პლანეტა:

სამყარო

დედამიწა

აღმოჩენები და გამოგონებები:

ბიოლოგია

ქიმია

ფიზიკა და ტექნოლოგიები

მათემატიკა

საზოგადოება:

პოლიტიკა

სამართალი

ეკონომიკა

გონება და სული:

რელიგია

ფილოსოფია

ფსიქოლოგია

ხელოვნება:

ვიზუალური ხელოვნება

არქიტექტურა

ლიტერატურა

მუსიკა

კინემატოგრაფი

 

საკითხავი მხატვრული ლიტერატურტა:

არტურ კონან დოილი - „შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი“

ენტონი ბერჯესი - „ მექანიკური ფორთოხალი“

ჯერომ სელინჯერი - „თამაში ჭვავის ყანაში“

ლინდა მალალი ჰანთი - „თევზი ხეზე“

ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი - "ნაზია ღამე"

ოდრი ნიფენეგერი - "დროში მოგზაურის ცოლი"

ჯერომ სელინჯერი - "ფრენი და ზუი"

კრისტოფერ პრისტი - "პრესტიჟი"

article-tags