ტელეფონი: +995 0492 24 02 02
02 ივნისი 2021

2020-2021 სასწავლო წლის სტიპენდიანტი

„მომავლის ბიზნეს სკოლაში“ ვსწავლობ 2017 წლიდან ანუ სკოლის დაარსების დღიდან, მაშინ მე-9 კლასში ვიყავი. ძირითადი მიზეზი ჩემი აქ გადმოსვლისა იყო პროფესიონალი მასწავლებლების დახმარებით განათლების მიღების სურვილი , თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, ინფრასტრუქტურულად გამართული გარემო და სწავლა-სწავლების პროცესისათვის შექმნილი ყველანაირი პირობა.

„მომავლის ბიზნეს სკოლის“ მოსწავლეობა ჩემთვის უდიდეს პასუხისმგებლობას ნიშნავს, ხოლო სტიპენდიანტად დასახელება არის საოცარი სტიმული და მაგალითი სხვებისათვის, რომ ბეჯითად შრომა წარმატების საწინდარია.

ჩემს თანატოლებს ვურჩევ, აირჩიონ ზესტაფონის „მომავლის ბიზნეს სკოლა“ თავიანთი მოსწავლეობის წლების მეგზურად, რადგან აქ პროფესიონალი და გულისხმიერი მასწავლებლების დახმარებით მათ მიეცემათ საუკეთესო განათლებისა და წინსვლის საშუალება, რაც დაეხმარება მათ უკეთ წარმოაჩინონ თავი და მიაღწიონ დასახულ მიზნებს. განათლება, წარმატება, ღირსეული მომავალი!

article-tags