ტელეფონი: +995 0492 24 02 02
12 თებერვალი 2020

მისია

„მომავლის ბიზნეს სკოლის“ დანიშნულებაა, რომ ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა წარმართოს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნის საფუძველზე და აღზარდოს მაღალი აკადემიური მოსწრების, ანალიტიკური აზროვნების მქონე, მოტივირებული, განვითარებული პიროვნება, რომლის აზროვნება და თვალთახედვა ეროვნულ ღირებულებებსა და მოქალაქებრივ ვალდებულებებს დაეფუძნება.
სკოლის მთავარი მისია, სახელწოდებიდან გამომდინარე, გახლავთ ბიზნესის უნარ-ჩვევებს დანერგვა დაწყებითი კლასებიდანვე; ასევე, საზოგადოებრივი ინტერესისა და შრომის ბაზრის მოთხოვნის გათვალისწინებით, მოსწავლის აღჭურვა იმ ცოდნით, რომელიც სპეციალური საგანმანათლებლო ბიზნეს-პროგრამების საფუძველზეა შემუშავებული. ყოველივე ეს განუვითარებს მოსწავლეს ეკონომიკური აზროვნების უნარს და დაეხმარება მიმდინარე პროცესების სწორად შეფასების საკითხში, საშუალებას მისცემს მას, შეიქმნას წარმატებული პროფესიული კარიერა, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში და შეიტანოს თავისი წვლილი ქვეყნის კეთილდღეობის საქმეში.

article-tags