ტელეფონი: +995 0492 24 02 02
17 სექტემბერი 2020

განცხადება!

📢📢📢 მოგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას სასწავლო პროცესის დისტანციურად წარმართვის თაობაზე არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ქალბატონმა ეკატერინე დგებუაძემ, რომლის განმარტების თანახმად აღნიშნული ქალაქების (თბილისი, გორი, რუსთავი, ქუთაისი, ზუგდიდი და ფოთი) გარდა, დანარჩენ მუნიციპალიტეტებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება.

„მომავლის ბიზნეს სკოლის“ ადმინისტრაცია გაცნობებთ, რომ 2020 წლის 15 სექტემბრიდან სასწავლო პროცესი განახლდება ჩვეულ რეჟიმში, უსაფრთხო სასწავლო გარემოში.

article-tags